ნოემბრის ბაშო - ტოჩინოშინი იჩინოჯოსთან დამარცხდა
Aa
Aa

ნოემბრის ბაშო - ტოჩინოშინი იჩინოჯოსთან დამარცხდა

ნოემბრის ბაშოს მეათე დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე(ტოჩინოშინი) იჩინოჯოსთან დამარცხდა. "ტოჩის" მეტოქემ აქტიურად დაიწყო. ბრძოლა დაახლოებით 40 წამი გაგრძელდა. დიდი ჭიდილის შემდეგ იჩინოჯომ ლევანი იორიკირით დაამარცხა და მესამე გამარჯვება მოიპოვა.

რაც შეეხება ლევანს, ქართველს მოგება-წაგების ბალანსი 5-5-ზე აქვს. ოჩინოჯოს კი 3-7. ფავორიტად ტოჩინოშინი მიიჩნეოდა, თუმცა გორგაძემ მეტოქის ძლევა ვერ მოახერხა. 

შეგახსენებთ, რომ "ტოჩი" ხვალ კირიბაიამას დაუპირისპირდება, რომელსაც საშინელი სტატისტიკა აქვს. კირიბაიამამ ნოემბრის ბაშოზე ერთხელ გაიმარჯვა და 8-ჯერ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები