სუარესი ბარსელონას და ბრაზილიას ვერ შეუტევს - ურუგვაელს Covid-19 დაუდგინდა
Aa
Aa

სუარესი ბარსელონას და ბრაზილიას ვერ შეუტევს - ურუგვაელს Covid-19 დაუდგინდა

ურუგვაის ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" ვეტერან თავდამსხმელს ლუის სუარესს კორონავირუსი დაუდგინდა. ურუგვაის ეროვნული ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ბრაზილიას უნდა დაუპირისპირდეს და პროტოკოლის მიხედვით ყველა ფეხბურთელმა კოვიდ ინფექციაზე ტესტი ჩაიტარა, რის შედეგადაც სუარესს Covid-19 დაუდგინდა.

ამ მომენტისთვის ლუისი იზოლაციაშია გადასული და შესაბამის მკურნალობას გადის. სუარესს ძალიან არ გაუმართლა, რადგან მას წინ ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩები ელოდება. როგორც უკვე მოგახსენეთ, ურუგვაი ბრაზილიას უნდა შეხვდეს. მატჩი 18 ნოემბერს, თბილისის დროით 03:00-დან დაიწება.

ამის შემდეგ ლა ლიგა ბრუნდება და მადრიდის "ატლეტიკო" "ბარსელონას" მასპინძლობს. სუარესი თავის ყოფილ გუნდს ვერ შეუტევს. ასევე 33 წლის თავდამსხმელი ვერც "ვალენსიასთან" იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარაესი "როხიბლანკოში" უკანასკნელი სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა. დღემდე ურუგვაელმა "ატლეტიკოს" შემადგენლობაში 8 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები