Aa
Aa

"ის გულიტსა და ვან ბასტენს ჰგავს" - ბარეზი ზლატანს აქებს

„მილანის“ ლეგენდამ და სიმბოლომ, ფრანკო ბარეზიმ, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა და იგი რუუდ გულიტსა და მარკო ვან ბასტენს შეადარა.

„მართლაც შესანიშნავია, რასაც იგი აკეთებს და როგორი მიდგომაც თანაგუნდელების მიმართ აქვს. ზლატანი მენტალურად 20 წლის ბიჭივითაა.

გულიტსა და ვან ბასტენს ისეთივე ფიზიკური ძალა და თვისებები ჰქონდათ, როგორიც „იბრას“ აქვს. ასევე მათი გუნდის თამაშზე გავლენაც იგივე მასშტაბისაა.

ფიზიკურად ბრწყინვალედ გამოიყურება, მენტალურად - მუდმივად სურს, რომ ყველა გააოცოს. ასე რომ, მხოლოდ მას შეუძლია თქმა, კარიერის დასასრულებლად შესაფერისი დრო როდის იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ბარეზი რამდენიმე კვირის წინ „მილანის“ საპატიო ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. იგი „შავ-წითელი“ მაისურით 1977-1997 წლებში თამაშობდა და 15 წლის განმავლობაში სულაც გუნდის კაპიტანი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები