ჯანოს ცინიზმი და შუა თითი - ანანიძის რეაქცია ხაცკევიჩის კომენტარის შემდეგ
Aa
Aa

ჯანოს ცინიზმი და შუა თითი - ანანიძის რეაქცია ხაცკევიჩის კომენტარის შემდეგ

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ჯანო ანანიძის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, ქართველი ფეხბურთელი კარიერის დასრულებას არ აპირებს. მისმა ყოფილმა მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩიმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ანანიძე დიდი ალბათობით ტრავმის გამო კარიერას დაასრულებდა.

მოსკოვის ''სპარტაკის'' ექს-ფეხბურთელმა რუსულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ცინიზმით და ირონიით უპასუხა. მან აღნიშნულ ცნობას Instagram-ის Story-ზე სიცილის სამი ემოჯით და შუა თითის ემოჯით უპასუხა.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში ანანიძე ''როტორის'' ფეხბურთელი გახდა, თუმცა ტრავმა ვერ მოიშუშა, მისი რეაბილიტაციის პროცესი ძალიან ხანგრძლივი გამოვიდა, რის გამოც კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

''როტორის'' დატოვების შემდეგ 28 წლის ანანიძემ განაცხადა: ''ახლახანს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ თამაშისთვის მზად არ ვარ, ტრავმა კვლავ მაწუხებს და უახლოეს პერიოდში მოედანზე ვერ დავბრუნდები. შესაძლოა, ოპერაციის გაკეთება დამჭირდეს.

კლუბის მადლიერი ვარ. დიდი მადლობა ქომაგებს, კლუბის ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს. ასეთი დიდი მხარდაჭერა, როგორიც ''როტორისგან'' ვიგრძენი, ქვეყნის 4 ან 5 გუნდს ახასიათებს''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები