სუკუინაგე - ტოჩინოშინის დასანანი მარცხი მძიმე ბრძოლაში
Aa
Aa

სუკუინაგე - ტოჩინოშინის დასანანი მარცხი მძიმე ბრძოლაში

„კიუშუ ბაშოს“ მე-9 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-10 მაეგაშირა რიუდენი იყო. ლევან გორგაძემ შეხვედრა აქტიურად დაიწყო, უპირატესობას ფლობდა, უვატენაგეს შესრულას ცდილობდა, თუმცა მოროზასში შესული რიუდენის ძლევა ქართველმა ვერ შეძლო და დამარცხდა. რიუდენმა სუკუინაგეს ილეთით გაიმარჯვა.


მე-9 დღის შემდეგ ლევანის ბალანსი უკვე 5 გამარჯვება და 4 მარცხია. მას დარჩენილი 6 ბრძოლიდან 3-ის მოგება სჭირდება, რათა დადებითი ბალანსი გაინაღდოს. მე-10 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მე-13 მაეგაშირა იჩინოჯო იქნება.

ნოემბრის ბაშოს დაწყებამდე იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სუმოტორები 2020 წლის დასკვნით ბაშოზე იასპარეზებდნენ. ქართველი სეკიტორი, ლევან გორგაძე რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა. ტოჩინოშინი, რომელმაც სექტემბრის სუპერტურნირი მე-4 მაეგაშირას წოდებით დაასრულა და მხოლოდ 6 გამარჯვება მოიპოვა, ნოემბრის ბაშოზე აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირაა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები