Aa
Aa

კაპიტნობაც ასეთი უნდა - ვეინალდუმმა 59-წლიანი რეკორდი გაიმეორა

ერთა ლიგის მე-5 ტურში, ნიდერლანდების ნაკრებმა საკუთარ არენაზე ბოსნია დაამარცხა, მატჩის მთავარმა გმირმა, ჯორჯინიო ვეინალდუმმა კი „ნარინჯისფერთა“ 59-წლიანი რეკორდის გამეორება მოახერხა.

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა ბოსნიელთა კარი შეხვედრის საწყის 13 წუთში აიღო და 1961 წლის შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც დუბლი თამაშის დაწყებიდან 13 წუთში მიითვალა. მაშინ ეს ტონი ვან დერ ლინდენმა გააკეთა.

ვეინალდუმმა პირველი ბურთი დუმფრისის პასით შეაგდო, მეორე გოლისას კი მას ასისტენტობა ბერგჰუისმა გაუწია. ჯორჯინიომ მინდორი 64-ე წუთზე დატოვა და ადგილი დონი ვან დე ბეეკს დაუთმო.

ნიდერლანდების ნაკრებმა 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 4 სექტემბრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა. გუნდი ერთა ლიგის ბოლო ტურში სტუმრად პოლონეთთან ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები