ყველაფერი ტყუილია - რონალდუ იუნაიტედში არ დაბრუნდება!
Aa
Aa

ყველაფერი ტყუილია - რონალდუ იუნაიტედში არ დაბრუნდება!

ბრიტანული სპორტული გამოცემა MANCHESTER EVENING NEWS ავრცელებს ინფორმაციას, რომ არ არსებობს არანაირი მოლაპარაკება კლუბსა და კრიშტიანუ რონალდუს შორის. "წითელ ეშმაკებს" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის დაბრუნება არ სურთ და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის რაიმე სახის კომუნიკაცია არსებობს ტყუილი და სიცრუეა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში სპორტულ მედიაში გაჩნდა ჭორები, რომ ტურინის "იუვენტუსს" აღარ შეუძლია კრიშტიანუსთვის ხელფასის გადახდა და მას კონტრაქტის ამოწურვამდე გაყიდის. ტურინელთა ფინანსური კრიზისი კი კორონავირუსმა გამოიწვია.

ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ სპორტულმა გამოცემებმა იუვეს "შვიდიანი" ყოფილ კლუბს "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუკავშირეს, მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ ეს ამბავი მხოლოდ ჭორი და ტყუილი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" 2003 წლიდან 2009 წლის ჩათვლით თამაშობდა. პორტუგალიელმა "წითელი ეშმაკების" მაისური 292-ჯერ მოირგო და 118 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ რონალდუმ პირველი ოქროს ბურთი სწორედ "იუნაიტედში" ასპარეზობისას 2008 წელს მოიგო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები