ღირსეული საქციელი ჭადრაკში - ლორთქიფანიძემ მეტოქეს ქულა დაუბრუნა
Aa
Aa

ღირსეული საქციელი ჭადრაკში - ლორთქიფანიძემ მეტოქეს ქულა დაუბრუნა

ნონას თასის ონლაინ გათამაშების, მერვედფინალურ ერთ-ერთ მატჩში, ნოდარ ლორთქიფანიძესა და გიორგი ბაგატუროვს შორის ძალიან საინტერესო სიტუაცია დაფიქსირდა.

ძირითადი მატჩის პირველ პარტიაში, მოგებულ პოზიციაში, ბაგატუროვს ტექნიკური პრობლემები შეექმნა, თამაშისთვის გამოყოფილ დროს გადააჭარბა და პარტიაში წაგება ჩაეთვალა.

ახალგაზრდა საერთაშორისო ოსტატი ლორთქიფანიძე კი ძალიან ღირსეულად მოიქცა, არ გამოიყენა “საჩუქარი”, შემდეგ პარტიაში, დასაწყისშივე უხეში შეცდომა დაუშვა და მყისიერი დანებებით მეტოქეს ქულა დაუბრუნა.

ახალგაზრდა მოჭადრაკის მსგავსი კეთილშობილური საქციელი მაგალითია, რომ გამარჯვებისთვის მოთამაშემ სახე არ უნდა დაკარგო.

შეგახსენებთ,რომ ‘Chessable Master’ ონლაინ გამათამაშების ნახევარფინალშიც მსგავსი რამ დაფიქსირდა.

მსოფლიოს ჩემპიონ მაგნუს კარლსენსა და ჩინელ დინ ლიჟენის პარტიის დროს ტექნიკური პრობლემები შეიქმნა. რომლის შემდეგ ჩინელმა მოჭადრაკემ ფიქრისთვის გამოყოფილ დროს გადააცილა და წაგება ჩაეთვალა.

მატჩის მომდევნო პარტიაში, კარლსენმა მესამე სვლაზე შეგნებულად უხეში შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ქულა დაუბრუნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები