მნიშვნელოვანი გამარჯვება - ახალგაზრდულმა ნაკრებმა სლოვაკი თანატოლები დაამარცხა
Aa
Aa

მნიშვნელოვანი გამარჯვება - ახალგაზრდულმა ნაკრებმა სლოვაკი თანატოლები დაამარცხა

საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებმა "ევრო 2021"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრა თბილისში გამართა და სლოვაკი თანატოლები დაამარცხა.

ვასილ მაისურაძის გუნდი სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდა და ფაბიშის ავტოგოლისა და მექვაბიშვილის შედეგიანი დარტყმების წყალობითი გაიმარჯვა.

ავტოგოლი ქოჩორაშვილის დარტყმას მე-9 წუთზე მოჰყვა, მექვაბიშვილმა კი 78-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. სლოვაკებმა კი პრესტიჟის გოლი 91-ე წუთზე შეაგდეს - თავი მიროსლავ გონომ გამოიჩინა.

"ევრო 2021"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა 15 ქულით დაასრულა და სატურნირო ცხრილში  მესამე ადგილი გაინაღდა.

ვასილ მაისურაძეს გაწვრთნილი გუნდი მხოლოდ შვეიცარიისა და საფრანგეთის ნაკრებებს ჩამორჩა. შვეიცარიელებს 8 ტურში ქულათა მაქსიმუმი აქვთ, ფრანგებს კი 21 ქულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები