ესპანეთის სასამართლო ნეიმარის ციხეში გაშვებას ითხოვს
Aa
Aa

ესპანეთის სასამართლო ნეიმარის ციხეში გაშვებას ითხოვს

ესპანეთის პროკურატურამ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" შემტევის ნეიმარის ორი წლით ციხეში ჩასმა მოითხოვა. სამხრეთამერიკელს "სანტოსიდან" "ბარსელონაში" ტრანსფერის დროს კორუფციულ გარიგებაში სდებენ ბრალს.

მოსამართლე ხოსე პერალსმა ასევე კლუბის ყოფილი პრეზიდენტის სანდრო როსელის 5-წლიანი პატიმრობა და "ბარსელონასთვის" 8.4 მილიონი ევროს ჯარიმა მოითხოვა. სასამართლოს წინაშე როსელი, ნეიმარი და მისი მამა წარსდგებიან. ესპანური კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ პიროვნებას 2 წელზე მეტი სასჯელი არ მიეცემა, ციხეში არ ჩაჯდება.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ნეიმარის სატრანსფერო უფლებების 40%-ს ბრაზილიური საინვესტიციო კომპანია DIS-ი ფლობდა, რომელმაც 2013 წელს განხორციელებული ტრანსფერიდან იმაზე ნაკლები თანხა მიიღო, ვიდრე ეკუთვნოდა. კომპანიამ ეს გაასაჩივრა. პირველ ეტაპზე "ბარსელონამ" 4.7 მილიონი ფუნტი გადაიხადა და ამით შეძლო თავი აერიდებინა სასამართლოსთვის და ივნისში მოსამართლე ხოსე დე ლა მატამ საქმე დახურა. მიუხედავად გადაწყვეტილებისა, პროკურატურამ ხელახალი გამოძიება დაიწყო.

ნეიმარის თანაგუნდელ ლიონელ მესის გადასახადების დამალვისთვის 21 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა არგენტინელმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

მას შემდეგ, რაც ნეიმარი ესპანეთში სათამაშოდ გადაბარგდა, "ბლაუგრანასთან" ერთად 8 ტიტული მოიგო. ოქტომბერში კი კლუბთან ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები