ოშიდაში - ტოჩინოშინი მესამედ დამარცხდა
Aa
Aa

ოშიდაში - ტოჩინოშინი მესამედ დამარცხდა

2020 წლის დასკვნით ბაშოზე ქართველი სეკიტორი, ლევან გორგაძე მესამედ დამარცხდა. ტურნირის მე-5 დღეს ტოჩინოშინი ტოკუშორიუს გაეჯიბრა და ოშიდაშის ილეთით წააგო.

სუმოტორებმა მძლავრი ტაჩიაი შემოგვთავაზეს, რომლის შემდეგაც უპირატესობა იაპონელმა სეკიტორმა მოიპოვა. ლევანს ბრძოლის შემოტრიალების შანსი ჰქონდა, მაგრამ მიზნამდე რამდენიმე წამი დააკლდა.

ამრიგად, ტოჩინოშინს 2 მოგება და 3 აქვს და ხვალ მე-9 მაეგაშირას, კოტოეკოს დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა 5-დან 4 შერკინება მოიგო და გორგაძის წინააღმდეგ დოჰიოზე მეორედ გავა.

ტოჩინოშინისა და კოტოეკოს პირველი შერკინება 2020 წლის ნაგოია ბაშოზე ვიხილეთ და მაშინ ლევანი იორიკირის ილეთით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები