Aa Aa
12 ნოემბერი 2020  |  09:56

უესტბრუკს ჰიუსტონის დატოვება უნდა და ტრეიდი მოითხოვა

„ჰიუსტონ როქეთსის“ გამთამაშებელს, რასელ უესტბრუკს ტექსასელთა რიგების დატოვება უნდა. Athletic-ის ინსაიდერი, შემს ჩარანია იუწყება, რომ 32 წლის კალათბურთელმა ტრეიდი მოითხოვა.

იმავე Athletic-ის ჟურნალისტის, კელი აიკოს ინფორმაციით, უესტბრუკს სურს, შეუერთდეს გუნდს, რომელშიც ზუსტად ისეთი როლი ექნება, როგორიც „ოკლაჰომა სითი თანდერში“ ჰქონდა. „ბროდის“ მიზანია, ლიდერი იყოს და პარკეტზე ყოფნისას გენერლის ფუნქციები შეითავსოს.

ამერიკულ პრესაში უესტბრუკს ორ გუნდს, „ნიუ იორკ ნიქსსა“ და „ლოს-ანჯელეს კლიპერსს“ უკავშირებენ. „კლიპერსი“ კრის პოლითაც ინტერესდება და თუ „ოქეისის“ დაყოლიება მოახერხა, მთავარ ფავორიტად „ნიქსი“ დარჩება.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის გამთამაშებელი გასულ სეზონში საშუალოდ 27.2 ქულას, 7.9 მოხსნასა და 7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა პარკეტიდან იგი 47.2 პროცენტით, ხოლო პერიმეტრიდან 25.8 პროცენტით უტევდა.

უესტბრუკი „როქეთსს“ 2019 წლის ივლისში შეუერთდა და იგი მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში 131.5 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. კონტრაქტის ბოლო წელს კი მოთამაშის ოპციის გამოყენების უფლება ექნება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში