EUROSPORT: პერესი პსჟ-ს პირადად მოელაპარაკება!
Aa
Aa

EUROSPORT: პერესი პსჟ-ს პირადად მოელაპარაკება!

ცნობილია, რომ კილიან მბაპე "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. ფრანგ ვარსკვლავს ხელშეკრულება 2022 წელს ეწურება.

სპორტული გამოცემა EUROSPORT გვამცნობს, რომ ფლორენტინო პერესი პირადად აპირებს პსჟ-სთან მოლაპარაკებას. ესპანელ პრეზიდენტს ალ-ხელაიფთან კარგი ურთიერთობა აქვს და სწორედ ამის გამოყენებას აპირებს.

ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ფლორენტინო მბაპეს ტრანსფერისთვის მხოლოდ 120 მილიონ ევროს გამოყოფს. აღსანიშნავია, რომ თავად პარიზულმა კლუბმა კილიანის სანაცვლოდ "მონაკოს" 180 მილიონი ევრო გადაუხადა.

EUROSPORT იმასაც გვამცნობს, რომ "სამეფო კლუბის" შიდა სამზარეულოში ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონზე საუბარი აკრძალულია, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფორმაციის შესაძლო გაჟონვა.

როგორც უკვე მოგახსენეთ მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წელს უმთავრდება. გუნდის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ამ საკითხზე ზრუნვა უკვე დაიწყო და კილიანს ახალი ხელშეკრულება შესთავაზა, მაგრამ ფრანგი პასუხის გაცემას არ ჩქარობს.

იმ შემთხვევაში თუ "მონაკოს" ყოფილი ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ დათანხმდება, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ პარიზული კლუბი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით მას 2021 წლის ზაფხულში გაყიდის.

შეგახსენებთ, რომ მბაპე "პარი სენ ჟერმენში" 2017 წელს გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 132 შეხვედრა ჩაატარა და 97 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები