ფაბრიციო რომანო:
Aa
Aa

ფაბრიციო რომანო: "სულშერის წასვლის შესახებ ინფორმაცია ტყუილია"

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედს" არასახარბიელო შედეგები აქვს. ამის გამო ინგლისში ოლე გუნარ სულშერის წასვლაზე ალაპარაკდნენ. მეტსაც გეტყვით - სპორტულმა გამოცემებმა მის შემცვლელად მაურისიო პოჩეტინო დაასახელეს.

ამასთან დაკავშირებით ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას აღნიშნა, რომ ნორვეგიელის წასვლა გამორიცხულია და ყველაფერი ტყუილია.

"ამბობდნენ, რომ თუ "იუნაიტედი" "ევერტონთან" დამარცხდებოდა ხელმძღვანელობა სულშერს დაითხოვდა, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. კლუბი მას ენდობა და ვფიქრობ სულშერი ყველაფერს აკონტროლებს. ერთი რამ კი ცხადია, "მანჩესტერს" გამარჯვებისთვის გარკვეული სახის ცვლილებები სჭირდება." - განაცხადა რომანომ

"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "ევერტონი" 3:1 დაამარცხეს და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესეს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად სულშერის გუნდი 10 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ "იუნაიტედმა" 1973 წლის შემდეგ პირველად ვერ მოიგო ზედიზედ ოთხი საშინაო შეხვედრა. სწორედ ასეთი შედეგების ფონზე გაჩნდა ჭორები სულშერის გუნდიდან წასვლის შესახებ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები