ლიონის პრეზიდენტი:
Aa
Aa

ლიონის პრეზიდენტი: "დეპაი სეზონის ბოლომდე ლიონში დარჩება!"

სპორტულ პრესაში არ წყდება ინფრომაციები იმის შესახებ, რომ მემფის დეპაი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბარსელონას" შეუერთდება. ამასთან დაკავშირებით "ლიონის" პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა და ყველა ჭორი უარყო. 

ჟან მიშელ აულასის განცხადება ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გააჟღერა. "მემფის დეპაი აქ ივნისამდე დარჩება. ის ჩვენ გვჭირდება და სეზონს "ლიონში" დაამთავრებს."

შეგახსენებთ, რომ კატალონიის "ბარსელონას" ახალ მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს, საკუთარი თანამემამულის გადაბირება ჯერ კიდევ უკანასკნელ სატრანსფერო ფანჯრის დროს სურდა, მაგრამ კატალონიურმა გრანდმა დეპაის შესაძენად 30 მილიონი ევრო ვერ მოიძია და ნიდერლანდელი "ლიონში" დარჩა. 

ამის შემდეგ კი, როგორც უკვე მოგახსენეთ ბევრი ითქვა და დაიწერა მისი ზამთარში საფრანგეთიდან აბარგების შესახებ, მაგრამ ჟან მიშელ აულასმა ყველაფერი უარყო.

შეგახსენებთ, რომ მემფის დეპაი "ლიონში" 2016 წელს გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 145 შეხვედრა ჩაატარა და 58 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები