ასწია და დოჰიოდან მოისროლა - ტოჩინოშინის ზედიზედ მეორე გამარჯვება
Aa
Aa

ასწია და დოჰიოდან მოისროლა - ტოჩინოშინის ზედიზედ მეორე გამარჯვება

2020 წლის დასკვნით ბაშოზე ლევან გორგაძემ მეორე გამარჯვება იზეიმა. ტურნირის მე-4 დღეს ქართველი გოლიათი მე-8 მაეგაშირა ტერუცუიოშის დაუპირისპირდა და მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ტოჩინოშინმა ბრძოლის სტარტზე ჰენკას გამოყენება სცადა, რისი წყალობითაც უპირატესობა მოიპოვა. ლევანმა მავაში აიღო და მოწინააღმდეგე დოჰიოს მიღმა ჩვეულ სტილში, მარტივად გადაიყვანა.

ტერუცუიოშისთან გამარჯვების შემდეგ, გორგაძეს 2 მოგება და 2 წაგება აქვს და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ბრძოლას განაგრძობს.

ხვალ ტოჩინოშინი მე-9 მაეგაშირა ტოკუშორიუს გაეჯიბრება. ლევანს მის წინააღმდეგ 5 ბრძოლა აქვს გამართული და გამარჯვების მოპოვება 3-ჯერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ისინი ერთმანეთს ბოლოს 2017 წელს შეხვდნენ და ბოლო 2 ბრძოლა გორგაძის ტრიუმფით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები