თანაგუნდელებისა და ოჯახის წევრების მილოცვა - ტენერიფემ შერმადინს სიურპრიზი გაუკეთა
Aa
Aa

თანაგუნდელებისა და ოჯახის წევრების მილოცვა - ტენერიფემ შერმადინს სიურპრიზი გაუკეთა

„იბეროსტარ ტენერიფემ“ გიორგი შერმადინს, რომელიც ოქტომბერში ლიგა ენდესას MVP-დ დაასახელეს, სიურპრიზი გაუკეთა. დღეს გამართული ვარჯიშის მიმდინარეობისას უეცრად დიდი ეკრანი ჩაირთო და ქართველმა ცენტრმა ნაცნობი სახეები იხილა.

შერმადინის თანაგუნდელებმა და მისი ოჯახის წევრებმა გიოს ოქტომბრის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდოს მოგება მიულოცეს. შემდეგ კი „შერმინატორს“, რომელიც ვიდეოს გაოგნებული უყურებდა, MVP-ის ჯილდო ოფიციალურად გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ გიო ოქტომბერში შეუდარებელი იყო და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 28.7 გახლდათ. შერმადინი გასულ თვეში საშუალოდ 18.3 ქულასა და 5 მოხსნას აგროვებდა და პარკეტიდან ნასროლი ორქულიანების 100, ხოლო საჯარიმოების 92 პროცენტი ჩააგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები