არის პირველი გამარჯვება! - ტოჩინოშინმა ეფექტური გდებით მოიგო
Aa
Aa

არის პირველი გამარჯვება! - ტოჩინოშინმა ეფექტური გდებით მოიგო

ლევან გორგაძემ "კიუშუ ბაშოს" მე-3 დღეს პირველი გამარჯვება იზეიმა. ქართველმა რიკიშიმ მე-5 მაეგაშირას წოდების კოტუშოჰოს აჯობა.

ბრძოლა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და მისი ბედი თითქმის ნახევარი წუთის განმავლობაში ვერ გადაწყდა. საბოლოოდ, ტოჩინოშინმა მავაშში ჩავლების აღების შემდეგ მეტოქე დოჰიოდან უვატენაგეს ილეთით გაიყვანა.

შედეგად, გორგაძემ მიმდინარე ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი 1:2-ზე აქვს. იგი ამჟამად მე-7 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს.

"ტოჩი" მომდევნო ბრძოლას თავისნაირი ბალანსის მქონე ტერუცუიოშისთან გამართავს, რომელთანაც ორივე ურთიერთშეხვედრა წაგებული აქვს. თანაც, ეს ბრძოლები წელს ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები