ტოტენჰემს ერიქსენის დაბრუნება სურს? - დანიელი ინტერით უკმაყოფილოა
Aa
Aa

ტოტენჰემს ერიქსენის დაბრუნება სურს? - დანიელი ინტერით უკმაყოფილოა

სულ მალე 1 წელი გახდება, რაც კრისტიან ერიქსენი "ინტერს" შეუერთდა. დანიელი ფეხბურთელი მისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა. ერიქსენს ანტონიო კონტე ბევრ სათამაშო დროს არ აძლევს.

სპორტული გამოცემა GOAL გვამცნობს, რომ კრისტიანის უკან დაბრუნებით "ტოტენჰემი" ინტერესდება. ეს ინფორმაცია ოფიციალური არ გახლავთ, მაგრამ იმ ტიპის ნახევარმცველი, როგორიც ერიქსენია ჟოზე მოურინიოს ძალიან მოსწონს.

GOAL იმასაც წერს, რომ დანიელით სხვა პრემიერ ლიგის გუნდებიც ინტერესდებიან, მაგრამ მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ნახევარმცველი "ნერაძურის" 2020 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 33 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ერიქსენი თამაშში ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან ერთვება და სწორედ ეს იწვევს მის უკმაყოფილებას.

იმასაც გეტყვით, რომ კრისტიანი "ტოტენჰემში" 2013 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ირიცხებოდა. ერიქსენმა "დეზების" მაისური 305-ჯერ მოირგო და 69 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები