Aa
Aa

"ის კლუბში ბედნიერი არ არის" - დეშამი პოგბას მანჩესტერულ კარიერაზე

პოლ პოგბას "წითელ ეშმაკებში" კარგი პერიოდი არ უდგას. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა, ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი ბოლო რამდენიმე თამაში არ ათამაშა. ამასთან დაკავშირებით საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა დიდიე დეშამმა კომენტარი გააკეთა.

"პოლს რაღაც პერიოდი არ უთამაშია. ის კლუბში ისეთ სიტუაციაშია, რომ ბედნიერი ვერ იქნება. მას არასაკმარისი სათამაშო დრო აქვს და არასწორ პოზიციაზე აყენებენ.

სამწუხაროდ ამ ყველაფერს ტრავმებიც დაემატა. პოგბას ცუდი პერიოდი უდგას. რაც შეიძლება მალე უნდა დაუბრუნდეს ვარჯიშს და აღიდგინოს ფიზიკური კონდიციები. წინა თვეში პოლმა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

პოგბას კარგად ვიცნობ. აუცილებლად დაველაპარაკები და ის კარგად თამაშს გააგრძელებს. მისი პოზიციის ფეხბურთელებს ყოველთვის დიდი კონკურენცია აქვთ." - განაცხადა დეშამმა

შეგახსენებთ, რომ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედში" 2016 წლის ზაფხულში 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ "იუვენტუსიდან" გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 168 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 33 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები