ცსკა ხიმკისთან დამარცხდა - შენგელიამ 10 ქულა და 6 მოხსნა გააკეთა
Aa
Aa

ცსკა ხიმკისთან დამარცხდა - შენგელიამ 10 ქულა და 6 მოხსნა გააკეთა

თორნიკე შენგელიას ცსკა VTB-ის ერთიანი ლიგის მე-6 ტურში „ხიმკის“ დაუპირისპირდა და 86-78 დამარცხდა. „არმიელებმა“ მატჩი კარგად დაიწყეს და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა მეორე ნახევარი ჩააგდეს და მეტოქეს 51 ქულის დაგროვების საშუალება მისცეს.

შენგელიამ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 25 წუთი და 28 წამი გაატარა. ამ დროში თოკომ 10 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიამ 3 სამქულიანი გააფუჭა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

ცსკა-ს რიგებში საუკეთესო 20 ქულით მაიკ ჯეიმსი იყო. 10-ქულიანი ნიშნული კი თოკოს გარდა, მხოლოდ მილუტინოვმა გადალახა, რომელმაც 14 ქულა დააგროვა. „ხიმკის“ 28 ქულით გრეგ მონრომ ულიდერა. ერიკ მაკკოლუმმა 16 ქულა მიითვალა, ხოლო ჯორდან მიკი 13 ქულას დასჯერდა.

„ხიმკისთან“ მარცხის შემდეგ, ცსკა-ს 4 მოგება და 2 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს. „არმიელებს“ მომდევნო შეხვედრა ევროლიგაზე ელით და შენგელიას ყოფილ გუნდს, „ბასკონიას“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები