ხვიჩა არ უნდა გაგეშვათ - ლოკომოტივის ქომაგებმა კლუბის მმართველებს 27 პრეტენზია წაუყენეს
Aa
Aa

ხვიჩა არ უნდა გაგეშვათ - ლოკომოტივის ქომაგებმა კლუბის მმართველებს 27 პრეტენზია წაუყენეს

მოსკოვის „ლოკომოტივის“ გულშემატკივრებმა კლუბის ხელმძღვანელთა მუშაობით უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოხატეს და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ანატოლი მეშერიაკოვისა და გენერალური დირექტორის, ვასილი კიკნაძის გადადგომა მოითხოვეს.

„რკინიგზელთა“ ქომაგებმა კლუბის მმართველებს 27 პრეტენზია წაუყენეს და ერთ-ერთი „რუბინის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ეხებოდა.

„კიკნაძის მმართველობის დროს კლუბიდან რუსეთის პრემიერ ლიგის 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია წავიდა. გენერალურმა დირექტორმა პერსპექტიული მოთამაშე ვერ შეინარჩუნა და ყველაფერი აგენტებს დააბრალა, თუმცა როგორც კვარაცხელია, ისე სიომინი და ფეხბურთელის აგენტები ამბობდნენ, რომ ხვიჩას ლოკომოტივში დარჩენა სურდა. სელექციონერებმა და სპორტული დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ქართველი ფეხბურთელის პოტენციალი სათანადოდ ვერ შეაფასეს, რაც მომავალში სხვა მოთამაშეებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს“, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა „რუბინის“ ერთ-ერთ ლიდერად იქცა და Transfermarkt ქართველ ფეხბურთელს 7.5 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები