ტოჩინოშინი გამარჯვებასთან ახლოს იყო: ქართველის უიღბლო დღე კიუშუ ბაშოზე
Aa
Aa

ტოჩინოშინი გამარჯვებასთან ახლოს იყო: ქართველის უიღბლო დღე კიუშუ ბაშოზე

ნოემბრის კიუშუ ბაშო ტოჩინოშინმა მარცხით დაიწყო. მეორე შეხვედრაში წარმატებული გამოსვლის მოლოდინი გვქონდა, თუმცა მეორე ბრძოლაც მარცხით დაასრულა.

ტოჩინოშინი ამჯერად მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა. ქართველი აქტიურობდა და მეტოქე დოჰიოს კიდემდე მიიყვანა, თუმცა შემდეგ ვითარება ტაჯარაფუჯის სასარგებლოდ შეიცვალა, ტოჩინოშინის წარუმატებელი მიძალების შემდეგ მეტოქემ იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.

რაც შეეხება წლის დასკვნითი სუპერტურნირის მესამე დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-5 მაეგაშირა კოტოშოჰო იქნება. მას ლევან გორგაძე ერთხელ შეხვედრია და ჰატაკიკომით დაამარცხა.

ნოემბრის ბაშოს დაწყებამდე იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სუმოტორები 2020 წლის დასკვნით ბაშოზე იასპარეზებდნენ. ქართველი სეკიტორი, ლევან გორგაძე რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა. ტოჩინოშინი, რომელმაც სექტემბრის სუპერტურნირი მე-4 მაეგაშირას წოდებით დაასრულა და მხოლოდ 6 გამარჯვება მოიპოვა, ნოემბრის ბაშოზე აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირაა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები