როი კინი:
Aa
Aa

როი კინი: "კაელ უოლკერი იდიოტურ გადაწყვეტილებებს იღებს"

ამ "უიქენდზე" პრემიერ ლიგაში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და მოქმედი ჩემპიონი "ლივერპული" შეხვდნენ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ კაელ უოლკერზე ისაუბრა და მწვავედ გააკრიტიკა.

"უოლკერს წლებია ვაკვირდები. ის ძალიან მძიმედ თამაშობს. მას შეუძლია იდიოტური გადაწყვეტილებები მიიღოს და ხშირად ასეც იქცევა. წლების მანძილზე მისი დაცვითი უნარები შოკის მომგვრელია და მე ეს არ მიკვირს. კაელი ახლა 30 წლის არის და ისევ იგივე შეცდომებს უშვებს. ის ვერასდროს ისწავლის." - განაცხადა კინმა

შეგახსენებთ, რომ შეხვედრაში ანგარიში მოჰამედ სალაჰმა პენალტით გახსნა. საჯარმიში თამაშის წესები კი სადიო მანეს წინააღმდეგ, სწორედ უოლკერმა დაარღვია.

ამჟამად "ქალაქელები" პრემიერ ლიგის ცხრილში 12 ქულით მე-11 ადგილზე არიან. რაც შეეხება კლოპის გუნდს, "ლივერპული" 17 ქულით მესამე პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები