Aa
Aa

"მკვლელის ინსტიქტი დაგვაკლდა" - კონტეს მატჩისშემდგომი კომენტარი

სერია ა-ს მორიგ ტურში ერთმანეთს "ატალანტა" და "ინტერი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ "ნერაძურის" თავკაცმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა.

"გასულ კვირას "რეალთან" შესანიშნავად ვითამაშეთ. არასასიამოვნო მხოლოდ შედეგი იყო. დღესაც იგივე განმეორდა. ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ არ გაგვიმართლა. ვფიქრობ "ატალანტას" ჩვენთან თამაში გაუჭირდა.

ჩვენ გვსურდა მატჩი წარმატებით დაგვესრულებინა, მაგრამ ერთ მომენტში მოვდუნდით და გაგვიტანეს. ჩემს გუნდს მკვლელის ინსტიქტი დააკლდა.

სეზონი კორონავირუსის აფეთქებით დავიწყეთ და ამ ვირუსს ტრავმები დაემატა. ჩემს ფეხბურთელებს დასვენების საშუალება არ ჰქონიათ და ახლა ისინი სანაკრებო ბატალიებზე გაემგზავრებიან. ძალიან რთული და განსხვავებული სეზონია. ვიმედოვნებ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი დაბრუნდება.

სანჩესი დაბრუნდა, მაგრამ ტკივილები ისევ აწუხებს. სხვა ფეხბურთელებმაც მიიღეს დარტყმები. სანაკრებო პაუზის შემდეგ მარათონული 1 თვე გველოდება. ყოველ სამ დღეში ერთხელ მოგვიწევს თამაში და იმედი მაქვს ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი იქნება.

"ატალანტასთან" თამაში არცერთი გუნდისთვის არ არის ადვილი. მათი მცველები ძალზედ შეთამაშებულები და ფიზიკურად ძლიერები არიან. გულშემატკივრები ჩვენგან ბევრს ელიან, რადგან სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაგვემატა.

ბოლო წუთებში მეტოქეს დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა და შეტევაზე გადმოვიდა. ეს არის ისეთი სიტუაცია, რომლიდანაც ჩემმა ფეხბურთელებმა ბევრი რამ უნდა ისწავლონ. ჩვენ ნებისმიერი სიტუაციისთვის ვემზადებით და ვვარჯიშობთ, მაგრამ დღეს არ გაგვიმართლა." - განაცხადა კონტემ

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ინტერი" სერია ა-ში 12 ქულით მე-7 ადგილზეა. რაც შეეხებათ ბერგამოელებს, გასპერინის შეგირდები 13 ქულთ მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები