Aa Aa
8 ნოემბერი 2020  |  19:50

შერმადინის 15 ქულა - ტენერიფემ კვლავ გაიმარჯვა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში "ტენერიფემ" მიჯრით მერვე მატჩი ჩაატარა და "ბეტისი" 77:73 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გიორგი შერმადინის გუნდმა რვიდან შვიდი შეხვედრა მოიგო. 

თავად გიორგიმ კი "ბეტისს" 15 ქულა ჩაუგდო. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 20 წუთი და 56 წამი დაჰყო. 15 ქულასთან ერთად მან 5 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 4 პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი სამჯერ დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ტენერიფე" ესპანეთის ჩემპიონატში მეორე/მესამე ადგილს "ბასკონიასთან" იყოფს. ვიდორეტას გაწვრთნილ გუნდზე წინ მხოლოდ მადრიდის "რეალია". აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ორ კლუბს ორი მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული.

მადრიდის "რეალი" - 10 თამაში 10 მოგება

"ბასკონია" - 10 თამაში 7 მოგება 3 წაგება

მომდევნო მატჩს "ტენერიფე" 12 ნოემებერს "მანრესას" წინააღმდეგ გამართავს.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში