ხიზანიშვილი: ''ოქრიაშვილის ძალიან მეიმედება, ასეთი შეკრული გუნდი არასდროს გვყოლია''
Aa
Aa

ხიზანიშვილი: ''ოქრიაშვილის ძალიან მეიმედება, ასეთი შეკრული გუნდი არასდროს გვყოლია''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელმა ზურაბ ხიზანიშვილმა გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' მაკედონიასთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 12 ნოემბერს, ''დინამო არენაზე'' შედგება. გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ზურაბ ხიზანიშვილი: ''მაკედონიელი ფეხბურთელები სერია ა-სა და ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაშობენ. მაკედონიაც ანალოგიურ ვითარებაშია. ისევე როგორც ჩვენ მაკედონიასაც არასდროს უთამაშია ევროპის ჩემპიონატზე. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, რომელი გუნდის სამწვრთნელო შტაბი გააკეთებს უკეთეს ანალიზს.

საქართველოსთან გასულ ორ შეხვედრაში მაკედონიას რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნია.

კვარაცხელიას სახით ისეთი ფეხბურთელი წამოვიდა, რომელსაც უნდა მოვეფეროთ, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ითამაშოს, მაგრამ მასთან ერთად ვაისს გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს. ვაისმა შემადგენლობა უნდა დააბალანსოს და ამიტომაც კვარაცხელია მარჯვენა ფლანგზე თამაშობს.

კვარაცხელიას სახით ძალიან დიდ ვარსკვლავთან გვაქვს საქმე. ვფიქრობ, ოქრიაშვილს დიდი გამოცდილება აქვს და მან გამარჯვებაში დიდი როლი უნდა შეასრულოს. მისი და კაპიტან ჯაბა კანკავას ძალიან დიდი იმედი მაქვს. ვაისმა კარგი გუნდი ააწყო.

კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის სახით საქართველოს ნაკრებს დიდი დანაკლისი აქვს.

16 წელი საქართველოს ნაკრებში ვითამაშე, მაგრამ ასეთი შეკრული გუნდი არასდროს გვყოლია, როგორიც ვაისმა შექმნა''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები