Aa Aa
7 ნოემბერი 2020  |  21:20

პარიზის მასტერსი - რაფაელ ნადალი ზვერევთან დამარცხდა

დასრულდა 2020 წლის პარიზის მასტერსის ნახევარფინალური შეხვედრა ალექსანდრ ზვერევსა და რაფაელ ნადალს შორის. შეხვედრა ძალზედ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. 

მიუხედავად იმისა, რომ გერმანელმა ორ სეტში გაიმარჯვა(6:4 7:5), მას მაინც ძალიან გაუჭირდა. ის ხომ რაფაელ ნადალს უპირისპირდებოდა. პირველი სეტი 6:4 დასრულდა. ზვერევმა გამოიყენა მოპოვებული ბრეიკი და სეტებში დაწინაურდა.

მეორე სეტში გერმანელი ჩოგბურთელი 4:2-ს იგებდა, თუმცა ესპანელმა უკუბრეიკის შესრულება მოახერხა და საბოლოოდ 5:4 წინ გავიდა. ამის შემდეგ ზვერევმა საკუთარი ჩაწოდება ნულზე მოიგო და შემდეგი "გეიმი" კვლავ წარმატებული გამოუვიდა.

მძიმე ბრძოლის შედეგად ალექსანდრმა მეტოქე დააბრეიკა და 6:5 დააფიქსირა. მატჩზე ჩაწოდება კი უპრობლემოდ მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც რუს დანილ მედვედევს შეხვდება.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში