Aa
Aa

"სათამაშო გრაფიკი უნდა შეიცვალოს" - სულშერის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დასრულდა პრემიერ ლიგის მერვე ტურის შეხვედრა "ევერტონსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის. "წითელმა ეშმაკებმა" მეტოქე 3:1 დაამარცხეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის დასრულების შემდეგ "მანჩესტერელთა" თავკაცმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"თუ ჩვენ ყველა მატჩს ასე ვითამაშებთ აბსოლუტურად ყველა გუნდს გაუჭირდება ჩვენთან ასპარეზობა. თქვენ ნახეთ ფრედის და მაკტომინაის თამაში. მათ ცენტრში ყველა ბურთი და პოზიცია მოიგეს. ჩემი გუნდი დღეს კომპაქტური და ეფექტური იყო. ავითვისეთ ყველა ცარიელი ზონა და თამაში მთლიანად გავაკონტროლეთ.

არ მინდა გრაფიკზე ვისაუბრო, რადგან არ მსურს პრემიერ ლიგის ბოსებს ზედმეტი საუბრისთვის რაიმე მიზეზი მივცე, მაგრამ  3 დღეში ერთხელ თამაში რთულია. დღეს ჩემმა ფეხბურთელებმა იდეალურად ითამაშეს და მინდა ისინი შევაქო. მსურს, რომ მათ ასე მუდმივად ითამაშონ, მაგრამ ეს რომ მოხდეს გრაფიკი უნდა შეიცვალოს.

კავანი სულ უფრო უკეთესი ხდება. კარგია, რომ მან გოლი გაიტანა. ედისონის გოლმა თამაშს ინტრიგა დაუკარგა. სულ მალე ის 90 წუთის სათამაშოდ მზად იქნება." - განაცხადა სულშერმა

აღსანიშნავია, რომ "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლეგენდარული სერ ალექსის შედეგი გაიმეორა. სულშერის ხელმძღვანელობით "წითელმა" ეშმაკებმა ზედიზედ მეშვიდე გასვლითი მატჩი მოიგეს. ბოლოს "მანჩესტერმა" სტუმრად ქულები 19 ივნისს "ტოტენჰემის" წინააღმდეგ(1:1) დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ამ გამარჯვებით ცხრილში 1 პოზიციით დროებით წაიწია წინ. ახლა ისინი 10 ქულით მე-14 ადგილზე არიან. მომავალ მატჩს პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედი" 21 ნოემბერს შინ "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები