Aa
Aa

"არ აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს" - ფერნანდეშის მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა პრემიერ ლიგის მერვე ტურის შეხვედრა "ევერტონსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის. "წითელმა ეშმაკებმა" მეტოქე 3:1 დაამარცხეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის დასრულების შემდეგ "მანჩესტერელთა" ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა ჟურნალისტებთან ისაუბრა

"მატჩის დაწყებამდე ვთქვი, რომ გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნებოდა. პრემიერ ლიგაში ამჟამინდელი ჩვენი მდგომარეობა სახარბიელო არ არის. გამარჯვება გვჭირდებოდა, რათა წინ წავწეულიყავით. საბედნიეროდ ჩვენ ეს მოვახერხეთ.

შესანიშნავი მატჩი გამოვიდა. თამაშს ძირითადად ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ საქმე მეორე ტაიმში უფრო გაგვიადვილდა. საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაა.

მატჩის დაწყებამდე მოთამაშეებმა ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ საჭიროა პოზიტიურები ვიყოთ. არ ჰქონდა მნიშვნელობა თამაშის დროს რა მოხდებოდა. ჩვენ აუცილებლად პოზიტიურები უნდა ვყოფილიყავით. გავიტანეთ გოლები, ვითამაშეთ სწორად და ჩვენთვის სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ.

მარკუსმა მითხრა, რომ ბურთს არ შეხებია. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე აქ იმისთვის ვარ, რომ გუნდელები საგოლე გადაცემებით მოვამარაგო. ზოგადად არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანს გოლს. მთავარი სამი ქულაა.

კავანის გოლი მნიშვნელოვანია. თავდამსხმელმა ყოველთვის უნდა გაიტანოს და ვფიქრობ ეს გოლი მას ადაპტაციაში დაეხმარება. ყველამ კარგად იცის ედისონის კლასის შესახებ. დარწმუნებული ვარ ის ხშირად დაგვეხმარება." - განაცხადა ბრუნომ

შეგახსენებთ, რომ სულშერის გუნდმა ამ გამარჯვებით ცხრილში 1 პოზიციით დროებით წაიწია წინ. ახლა ისინი 10 ქულით მე-14 ადგილზე არიან. მომავალ მატჩს პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედი" 21 ნოემბერს შინ "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები