Aa
Aa

"ეს მატჩი ორივე გუნდისთვის რთული იქნება" - კლოპის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ამ უქმეებზე პრემიერ ლიგაში ცენტრალური დაპირისპირებაა. "მანჩესტერ სიტი" "ლივერპულს" მასპინძლობს. "მერსისაიდელთა" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო დეტალებზე ისაუბრა.

"ვიმედოვნებ ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის რთული იქნება, რადგან ორივე მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს. ამ სეზონში უამრავი რამე შეიცვალა. არაფერია წინა სეზონის მსგავსი და ამას უნდა შევეგუოთ.

"სიტისთან" მატჩისთვის საუკეთესო ფეხბურთელები უნდა შევარჩიო და საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ. მხოლოდ ასე შეიძლება გუარდიოლას გუნდის დამარცხება. ისინი კარგ ფორმაში იმყოფებიან.

მსიამოვნებს ასეთი მნიშვნელოვანი და დაძაბული თამაშები. ასევე მსიამოვნებს ასეთი მატჩებისთვის მომზადება, მაგრამ ეს ყველაფერი არაფერს მიადვილებს. წინ რთული ამოცანა გველოდება.

ჩემთვის ამ ორი გუნდის დუელი არასდროს ყოფილა პრიორიტეტული. მე მხოლოდ ერთი და ისიც ჩემი გუნდი მაინტერესებს. მათ რაც უნდათ ის გააკეთონ. ჩვენ "სიტის" სეზონში მხოლოდ ორჯერ ვხვდებით.

სეზონი ჯერ ახალი დაწყებულია და არ ვიცი საბოლოოდ ვინ იქნება ცხრილის სათავეში. პრემიერ ლიგაში შესანიშნავი გუნდები თამაშობენ, რომლებსაც გამარჯვება თავისუფლად შეუძლიათ.

ხვალინდელი მატჩის შედეგი სეზონის მიმდინარეობაზე ზეგავლენას არ იქონიებს, რადგან წინ კიდევ უამრავი მატჩია და გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, თანაც ისეთ ფორსმაჟორულ სეზონში, როგორიც წელს გვაქვს

ყველამ ვიცით, რომ ფეხბურთელებს უნდა გავუფრთხილდეთ და ტრავმებს მოვარიდოთ, მაგრამ ეს რთულია. 3 დღეში ერთხელ თამაში წარმოუდგენელი რამ გახლავთ." - განაცხადა კლოპმა

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ლივერპული" პრემიერ ლიგის ლიდერი გახლავთ, "ქალაქელები" კი 11 ქულით მე-10 პოზიციაზე არიან. "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" მატჩი 8 ნოემბერს თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები