ჩემპიონთა ლიგა - ქალთა კლუბ
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა - ქალთა კლუბ "ლანჩხუთის" მეტოქე ცნობილია

უეფას შტაბ ბინაში ქალთა ცემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

2019 წლის საქართველოს ჩემპიონის „ლანჩხუთის“ მეტოქე რუმინეთის "ოლიმპია კლუჟი" იქნება.

ლანჩხუთელები უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 18/19 ნოემბერს რუმინეთში ჩაატარებენ

შესარჩევი რაუნდის პირველ ეტაპზე ლანჩხუთელები სტუმრად ყაზახურ "ოქჟეტპესს" დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. მატჩის გმირი ხატია ჭყონია გახდა,რომელმაც ყაზახებს ორი გოლი გაუტანა.

ამ გამარჯვებით ქალთა საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთი" ქართული ფეხბურთის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები