მამის კვალდაკვალ - მარკუს ტურამი საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახეს
Aa
Aa

მამის კვალდაკვალ - მარკუს ტურამი საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახეს

სანაკრებო ბატალიები ახლოვდება. საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა დიდიე დეშამმა 26 ფეხბურთელს უხმო. გამოძახებულ ფეხბურთელებს შორის ლილიან ტურამის ვაჟი მარკუს ტურამი გახლავთ. 

ლილიან ტურამმა სანაკრებო კარიერა 12 წლის წინ დაასრულა. დღეს კი 12 წლის შემდეგ პირველად "მამლებში" ტურამის გვარი კიდევ ერთხელ გაიჟღერებს.

მარკუს ტურამი "გლადბახში" ასპარეზობს და 1 კვირის წინ მადრიდის "რეალს" დუბლი შეუსრულა. ახალგაზრდა ფრანგი გერმანელებმა 2019 წელს "გინგამიდან" გადმოიყვანეს. ამ პერიოდის განმავლობაში მან 47 შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა კი ასეთი გახლავთ

მეკარეები - ლორისი, მაინანი, მანდანდა, კოსტილი

მცველები - დინიე, დუბისი, ერნანდესი, კიმპემბე, ვარანი, ლენგლე, ზუმა, პავარი

ნახევარმცველები - კანტე, რაბიო, ნზონზი, სისოკო, პოგბა, ტოლისო

თავდამსხმელები - ბენ იედერი, ჟირუ, მბაპე, კომანი, გრიზმანი, ტურამი, ფეკირი, მარსიალი

მსოფლიოს ჩემპიონები ნოემბრის თვეში სამ შეხვედრას გამართავენ. 12 ნოემბერს ფრანგები ფინეთს ამხანაგურ მატჩში უმასპინძლებენ. ამის შემდეგ 14-ში "ერთა ლიგაზე" პორტუგალიას ეწვევიან. 17-ში კი "მამლები" შინ შვედეთს შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები