ზედიზედ მესამედ - ხვიჩა რუბინის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
Aa
Aa

ზედიზედ მესამედ - ხვიჩა რუბინის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

რუსეთში ყოველი თვის ბოლოს ყაზანის "რუბინის" გულშემატკივრები გამოკითხვაში იღებენ მონაწილეობას და თვის საუკეთესო ფეხბურთელს ადგენენ.

ზედიზედ მესამედ ხვიჩა კვარაცხელია "რუბინის" საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველმა ხმების 42 პროცენტი დააგროვა. ხვიჩას შემდეგ ყველაზე მეტი ხმა სოლტმურად ბაკაევმა მიიღო.

Квара – лучший игрок «Рубина» в октябре по мнению болельщиков ???????? Хвича набрал 42% голосов и в третий раз подряд...

Posted by FC Rubin / ФК «Рубин» on ხუთშაბათი, 05 ნოემბერი, 2020

ამრიგად საქართველოს ნაკრების ამომავალი ვარსკვლავი "რუბინის" ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია. შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ხვიჩას საუკეთესო მომენტები 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები