სულშერის დღეები დათვლილია? - მანჩესტერი პოჩეტინოს დაუკავშირდა
Aa
Aa

სულშერის დღეები დათვლილია? - მანჩესტერი პოჩეტინოს დაუკავშირდა

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად "ბასაქშეჰირთან" დამარცხდა. სულშერის შეგირდებს არც პრემიერ ლიგაში მისდით საქმეები კარგად.

ინგლისში მთავარი მწვრთნელის გათავისუფლებაზე ალაპარაკდნენ. სპორტული გამოცემა SPORTbible იუწყება, რომ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა "ტოტენჰემის" ყოფილ მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინოს დაუკავშირდა.

წყაროზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის მორიგ ტურში "ევერტონთან" სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს, შესაძლოა სულშერი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლონ.

როგორც ცნობილია, პოჩეტინოს "წითელი ეშმაკების" გაწვრთნა დიდი ხანია სურს. გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი სემ პილგერი ამ ინფორმაციას ადასტურებს. მისი თქმით გასული წლის მიწირულს არგენტინელმა "ბარსელონას" შეთავაზება არ განიხილა, რადგან ის "იუნაიტედის" ზარს ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "მანჩესტერი" პრემიერ ლიგაში 7 ქულით მე-15 პოზიციაზეა. ინგლისურმა გრანდმა მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგის ეგიდით ვერცერთი საშინაო შეხვედრა ვერ მოიგო, რაც 1973 წლის შემდეგ არასდროს მომხდარა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ წელს "იუნაიტედმა" გათამაშება მე-18 პოზიციაზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები