სემ პილგერი:
Aa
Aa

სემ პილგერი: "პოჩეტინომ ბარსელონა უარით გაისტუმრა"

ცნობილი ჟურნალისტი სემ პილგერი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ მაურისიო პოჩეტინოს გასულ წელს "ბარსელონა" დაუკავიშრდა, თუმცა "დეზების" ყოფილმა თავკაცმა კატალონიელები უარით გაისტუმრა. სემი მიზეზად პოჩეტინოს "მანჩესტერ იუნაიტედისგან" შეთავაზების მოლოდინს ასახელებს.

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ "ბლაუგრანა" ჯერ კიკე სეტიენმა, ხოლო შემდეგ რონალდ კუმანმა ჩაიბარა. რაც შეეხებათ "წითელ ეშმაკებს", მათ სულშერი დაკავებული თანამდებობიდან არ გაათავისუფლეს და ნდობას უცხადებენ..

სემ პილგერი ისეთი გამოცემების ჟურნალისტია, როგორებიც Forbes, FourFourTwo, The Athletic, Bleacher Report, Optus Sport, The Times Magazine და Esquire არიან.

სპორტულ სამყაროში ამ ინფორმაციამ ბევრჯერ გაიჟღერა, თუმცა ამაზე ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობდა. პილგერის გავლენიანობიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ, რაც მან პოჩეტინოზე თქვა სიმართლეს შეესაბამება.

არგენტინელ სპეციალისტს სხვადასხვა ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ ის "ბარსელონას" არასდროს გაწვრთნის. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი "ესპანიოლის" სიყვარულია. როგორც მოგეხსენებათ, "ესპანიოლი" და ბარსა მოსისხლე მტრები არიან.

შეგახსენებთ, რომ პოჩეტინომ 2019 წელს "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, თუმცა ფინალიდან რამდენიმე თვეში ის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მაურისიოს ადგილი ჟოზე მოურინიომ დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები