ერთ დროს გულშემატკივარი, ახლა კი დებიუტი ლიგაზე - დინ ჰენდერსონის ახდენილი ოცნება
Aa
Aa

ერთ დროს გულშემატკივარი, ახლა კი დებიუტი ლიგაზე - დინ ჰენდერსონის ახდენილი ოცნება

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" თურქეთში "ბასაქშეჰირს" უპირისპირდება. "წითელი ეშმაკების" თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმა ძირითად შემადგენლობაში 23 წლის მეკარე დინ ჰენდერსონი დააყენა. 

როგორც ცნობილია დინი "მანჩესტერ იუნაიტედის" აღზრდილი გახლავთ, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მას მიმდინარე სეზონამდე არასდროს უთამაშია. ახალი არც ის გახლავთ, რომ ჰენდერსონი "წითელ ეშმაკებს" ბავშვობიდან ქომაგობს.

დღეს კი სპორტული გამოცემა "ბლიჩერი" გვამცნობს, რომ, როდესაც მარკუს რაშფორდმა 2016 წლის თებერვალში ევროპის ლიგაზე თავის სადებიუტო გოლი გაიტანა, ჰენდერსონი იმ დროს ტრიბუნაზე იჯდა და საყვარელ გუნდს მხურვალედ ქომაგობდა და მარკუსის გოლს ემოციურად აღნიშნავდა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ჰენდერსონი "სტოქფორტ ქაუნთის" ღირსებას იცავდა.

4 წლის შემდეგ ინგლისელ მეკარეს ოცნება აუხდა და ახლა ის "ბასაქშეჰირის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. შეგახსენებთ, რომ დინი "იუნაიტედს" წლების განმავლობაში სხვადასხვა კლუბებში იჯარის წესით ჰყავდა განათხოვრებული. ჰენდერსონის უკანასკნელი გუნდი კი "შეფილდი" იყო, სადაც მან გასულ სეზონში 40 შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები