Aa
Aa

NBA-ის ახალი სეზონი უდიდესი ალბათობით 22 დეკემბერს დაიწყება

The Athletic-ის ინსაიდერი, შემს ჩარანია იუწყება, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020-21 წლების სეზონი უდიდესი ალბათობით 22 დეკემბერს დაიწყება. NBA-ის კალათბურთელთა ასოციაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ხუთშაბათს ან პარასკევს კენჭისყრას გამართავს. შარანიას მიხედვით, კალათბურთელები დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი სეზონის დეკემბერში დაწყება გარდაუვალია.

22 დეკემბრის ალტერნატიულ ვარიანტად 18 იანვარი განიხილებოდა, თუმცა კალათბურთელთა ასოციაციის ხელმძღვანელებმა 30-ვე გუნდის მოთამაშეებთან ვიდეოკონფერენცია გამართეს და მათ იმ ფინანსური ზარალის შესახებ აცნობეს, რომელსაც სეზონის იანვარში დაწყება მოიტანს. უმეტესწილად საუბარი სატელევიზიო პარტნიორებს ეხება, რომლებმაც მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა NBA-სთან გაფორმებული კონტრაქტების გადახედვა მოითხოვონ.

The Athletic-ის ინსაიდერის ცნობით, თუ სეზონი 22 დეკემბერს დაიწყება, სავარჯიშო კემპი 1-ელ დეკემბერს გაიხსნება და 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. თითოეული გუნდი 3-4 წინასასეზონო მატჩს გამართავს და რეგულარულში 72 შეხვედრა ჩაატარებს. 2021 წლის პლეიოფები 22 მაისისთვის ჩაინიშნება, სუპერფინალური სერია კი სავარაუდოდ 22 ივლისს დასრულდება.

თუ სეზონი 18 იანვარს დაიწყო, რეგულარულში თითოეული გუნდი 60 შეხვედრას გამართავს. პლეიოფებს ივნისის ბოლოსკენ ვიხილავთ და სუპერფინალური სერია 21, 22 ან 23 აგვისტოს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები