ახალი სკანდალი - რონალდოსა და კოკეს დაპირისპირების დეტალები ცნობილი გახდა
Aa
Aa

ახალი სკანდალი - რონალდოსა და კოკეს დაპირისპირების დეტალები ცნობილი გახდა

ესპანურმა გამოცემა cope.es-მა მადრიდული დერბის დროს კრიშტიანო რონალდოსა და კოკეს დაპირისპირების დეტალები გამოაქვეყნა. წყაროსთვის ცნობილი გახდა პორტუგალიელი ფეხბურთელის და კოკეს საუბრის შინაარსი, რომელიც რონალდომ თანაგუნდელს მოუყვა.

გთავაზობთ დიალოგს, რომელსაც გამოცემა აქვეყნებს:

რონალდო - კოკემ ჰომოსექსუალი მიწოდა.

თანაგუნდელი - რაა?

რონალდო - შენ ხარ ჰომოსექსუალი - სწორედ ასე მომმართა კოკემ. მე კი ვუთხარი, რომ დიახ, მე ჰომოსექსუალი ვარ, მაგრამ ძალიან მდიდარი და თუ ერთმანეთს მადრიდში შევხვდებით, მაშინ გაიგებს რისი გაკეთებაც შემიძლია.

შეგახსენებთ, რომ ატლეტიკოს და მადრიდის რეალის დაპირისპირება სამეფო კლუბის გამარჯვებით 0:3 დასრულდა. რონალდომ კი შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები