„გიგა აშკარა ფავორიტია
Aa
Aa

„გიგა აშკარა ფავორიტია" - Mmamania ჭიკაძეს ნოკაუტით გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს

ცნობილმა ვებგვერდმა, Mmamania.com-მა UFC-ის მოახლოებული ღონისძიების შესახებ, რომელიც რამდენიმე დღეში, ლას-ვეგასში გაიმართება, სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში საუბარი UFC Vegas 13-ის ეგიდით ჩანიშნულ ბრძოლებზეა და ბუნებრივია, ავტორის ყურადღების ცენტრში გიგა ჭიკაძისა და ჯეიმი სიმონსის შერკინებაც მოექცა.

„გიგა ჭიკაძემ დაამტკიცა, რომ წლეულს UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მებრძოლია. 2019 წელს გამართული სადებიუტო ბრძოლის შემდეგ, მან ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა. მართალია, ჯამალ ემერსთან ბრძოლაში გაუჭირდა, მაგრამ ირვინ რივერასა და ომარ მორალესის წინააღმდეგ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოგებულ დაპირისპირებებში დომინანტი იყო.

ჭიკაძის მიხედვით, მან სცადა, რომ ტრავმირებული ჯერემი სტივენსი შეეცვალა და არნოლდ ალენთან ეჩხუბა, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. გამომდინარე აქედან, სავსებით გასაგებია ქართველი მებრძოლი, რომელმაც ოქტაგონზე თავისი თავი იპოვა, UFC-ის დებიუტანტს რატომ ხვდება. სიმონსს ჭიდაობა ეხერხება, მაგრამ დგომში და კარდიოსთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, რის გამოც ჭიკაძე აშკარა ფავორიტია და მისი გამანადგურებელი გამარჯვებაა მოსალოდნელი.

სიმონსს შესაძლოა, შანსი ჰქონოდა გიგას წინააღმდეგ, რომელიც Contender Series-ში ასპარეზობდა და კონტრჭიდაობის კომპონენტი განვითარებული არ ჰქონდა, თუმცა მისდა სამწუხაროდ, ამჟამინდელი ჭიკაძე საკმარისად მაღალი დონის მებრძოლია, რათა ბრძოლა დგომში დატოვოს და აქვს არსენალი, რომლის წყალობითაც ზედმეტად მონდომებულ სიმონსს დასჯის. ჭიკაძე UFC-ში ბრძოლას ნაადრევად პირველად დაასრულებს.

პროგნოზი: ჭიკაძე პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვებს“, - წერს Mmamania.com

შეგახსენებთ, რომ სიმონსს კარიერაში 9 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 7 მოგება და 2 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები