ქეცბაიას გუნდში კორონავირუსი დადასტურდა
Aa
Aa

ქეცბაიას გუნდში კორონავირუსი დადასტურდა

საფეხბურთო კლუბ ''ანორთოსისში'' კორონავირუსი დადასტურდა. CrystalSport-ის ცნობით ქართველ ფეხბურთელებს შაბათს გაკეთებულ ტესტზე დადებითი პასუხი არ მიუღიათ, თუმცა კლუბში ინფიცირების დადასტურების შემდეგ საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს ტესტი კიდევ ერთხელ დღეს ჩაუტარდებათ, რომლის პასუხი უახლოეს 24 საათში იქნება.

''ანორთოსისი'' უახლოეს მატჩს კვიპროსის თასზე 4 ნოემბერს ''პაფოსის'' წინააღმდეგ ჩაატარებს, თუმცა ინფიცირების გამო შესაძლოა აღნიშნული მატჩი გადაიდოს.

''ანორთოსისის'' მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა, მას ასისტენტობას სოსო ჭედია უწევს. კლუბში ოთხი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება: თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილი, გიორგი ქვილითაია და გიორგი ლორია. თითოეული მათგანი საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეა და მათი მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, კვიპროსის ჩემპიონატის გასულ ტურში ''კარმიოტისასთან'' გასვლით მატჩში თემურ ქეცბაიას ''ანორთოსისმა'' ფრედ 1:1 ითამაშა. გიორგი ლორიას (ტრავმა) და თორნიკე ოქრიაშვილს (დისკვალიფიკაცია) არ უთამაშიათ. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა, თუმცა გოლი არ გაუტანია. 69-ე წუთზე, როცა მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო, თამაშში ბუბა დაუშვილი ჩაერთო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები