მესის
Aa
Aa

მესის "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაწყვეტისთვის 100 მილიონს სთავაზობენ!

"El Mundo Deportivo"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს მომავალში კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ შესაძლოა კლუბი დატოვოს. როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, ევროპის ერთ-ერთი გრანდი მზად არის, არგენტინელს 100 მილიონი ევრო მხოლოდ იმისთვის შესთავაზოს, რომ მან "ბარსელონასთან" კონტრაქტი არ გააახანგრძლივოს. აღნიშნული კლუბი კი, არც მეტი არც ნაკლები, "მანჩესტერ სიტია". ხსენებული თანხის გარდა, "ქალაქელები" მზად არიან, რომ ლიონელ მესის სანაცვლოდ 200 მილიონი გირვანქა (230 მილიონი ევრო) გადაიხადონ.

ამას გარდა, ანაზღაურების სახით, მანჩესტერელები მესის ზღაპრულ ხელფასს სთავაზობენ, რომელიც კვირაში ნახევარ მილიონ გირვანქას შეადგენს!

ინგლისელები დარწმუნებულნი არიან, რომ ტრანსფერის წარმატების წინაპირობა "სიტიში" ხოსეპ გვარდიოლას მწვრთნელობაა, რომელსაც სულ მალე განუსაზღვრელ შესაძლებლობებს შესთავაზებენ იმისთვის, რომ "სიტი" "პრემიერლიგისა" და "ჩემპიონთა ლიგის" დომინანტი კლუბი გახდეს.

ლიონელ მესის, "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2018 წელს ეწურება. არაოფიციალური ინფორმაციით, მოლაპარაკებები ახალი წლის შემდეგ დაიწყება, თუმცა ბევრი სკეპტიკურად არის განწყობილი. ფაქტია, რომ მესის ხელშეკრულების გაგრძელება აღარ სურს, რაც "სიტის" წისქვილზე ასხავს წყალს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები