Aa
Aa

"პოზიტიური საღამო იყო" - ლამპარდის მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა პრემიერ ლიგის მორიგი ტურის შეხვედრა "ბარნლისა" და "ჩელსის" შორის. "არისტოკრატებმა" მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და სამი ქულა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა ჰაკიმ ზიეჩმა. მატჩის დასრულების შემდეგ ფრენკ ლამპარდმა პრესკონფერენცია გამართა და საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა.

"ვფიქრობ, რომ ჩემმა გუნდმა შესანიშნავი თამაში აჩვენა. "ბარნლისთან" თამაში ყოველთვის რთულია. ვალდებულნი ვიყავით, რომ თავი კარგად დაგვეცვა და ეს გამოგვივიდა.

ფეხბურთელებს დავავალე, რომ ბურთი უფრო ხშირად ჰქონოდათ. ზოგიერთმა მათგანმა კი ჩემი დავალება პირველიდან 90-ე წუთამდე იდეალურად შეასრულა, რაც ძალიან მახარებს.

ჩემმა გუნდმა ბოლო პერიოდში თამაშის ხარისხი გააუმჯობესა. "მანჩესტერ იუნაიტედთან" გოლი არ გავუშვით, არც "კრასნოდართან" და არც დღეს. 

მე დამიბრუნდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც სეზონის დასაწყისში არ მყავდნენ და შედეგს ნათლად ხედავთ. ბევრი რამ გასაუმჯობესებელი გვაქვს, მაგრამ ამდენჯერ სუფთად შენახული კარი გუნდის სიძლიერეზე მიუთითებს. ამაში კი უდიდესი წვლილი ტიაგო სილვამ და მენდიმ შეიტანეს.

დღევანდელი გამარჯვებით არ ვაპირებ ილუზიებში გადავარდნას, მაგრამ ვთვლი, რომ ძალიან პოზიტიური საღამო იყო." - განაცხადა ლამპარდმა

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის "არისტოკრატებს" 7 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვთ და მე-4 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო მატჩს ლამპარდის შეგირდები პრემიერ ლიგაში 7 ნოემბერს "შეფილდის" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები