მესის მორიგი რეკორდი - არგენტინელმა გერდ მიულერს გადაასწრო
Aa
Aa

მესის მორიგი რეკორდი - არგენტინელმა გერდ მიულერს გადაასწრო

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ტურინის "იუვენტუსმა" "ბარსელონას" უმასპინძლა. შეხვედრა კატალონიელებმა 0:2 მოიგეს. კუმანის გუნდიდან მეორე გოლი არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ გაიტანა. ეს გოლი ლეოსთვის ისტორიული გამოდგა.

გუშინ კარიერაში მესიმ რიგით 721-ე გოლი გაიტანა და გერდ მიულერს გადაასწრო. გერმანელ ლეგენდას 720 გოლი ჰქონდა გატანილი.

ახლა მესი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მე-4 გახლავთ. მის წინ რომარიო 734, კრიშტიანუ რონალდუ 742 და პელე 767 გოლით არიან.

კრიშტიანუ და ლეო ისეთ ფორმაში არიან, რომ დიდი ალბათობით კარიერის ბოლოს ორივე მათგანი პელეზე წინ იქნება. მომავალ შეხვედრას მესი "ბარსელონასთან" ერთად პირველ ნოემბერს სტუმრად "ალავესის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები