ლეგენდა დაფასდა - ბარეზი მილანის საპატიო ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა
Aa
Aa

ლეგენდა დაფასდა - ბარეზი მილანის საპატიო ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა

"მილანის" ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი და კაპიტანი კლუბის საპატიო ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. ინფორმაციას "როსონერის" ოფიციალური ფებ-საიტი ავრცელებს.

დღეიდან ბარეზი საკუთარ გამოცდილებას და ავტორიტეტს გამოიყენებს და კლუბს წინსვლაში დაეხმარება. იტალიელი ლეგენდა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მისაბაძი მაგალითი იქნება. აღსანიშნავია, რომ ფრანკოს მსოფლიოს მასშტაბით ყველგან ჰყავს გულშემატკივრები.

"სკარონის და გაზიდიზსს ასეთი პატივისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი. უდიდესი პატივია იყო ისეთი გუნდის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი, როგორიც მილანია. მე აქ ჩემი მთლიანი კარიერა გავატარე. სიამაყით სავსე და ბედნიერი ვარ, რადგან "მილანმა" ჩემზე იფიქრა და დამაფასა. გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ "როსონერის" წინსვლისთვის და წარმატებისთვის." - განაცხადა ბარეზიმ.

ფრანკო ბარეზი მილანის შემადგენლობაში 20 წლის განმავლობაში თამაშობდა(1977-1997). იტალიელმა ლეგენდამ "როსონერის" მაისური 719-ჯერ მოირგო და 33 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები