Aa Aa
27 ოქტომბერი 2020  |  14:31

"დღემდე არ ვიცი ბარსელონაში რატომ გადავედი" - ალექსანდრ ჰლები წარსულს იხსენებს

ალექსანდრ ჰლები, რომელიც კარიერა 1 წლის წინ მინსკის "ისლოჩში" დაასრულა, ერთ დროს ლონდონის "არსენალის" ნახევარდაცვის გამორჩეული ფიგურა გახლდათ.

2008 წლის ზაფხულში ბელარუსი ფეხბურთელი 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ბარსელონაში" გადავიდა. ამასთან დაკავშირებით ჰლებმა "არსენალის" ოფიციალურ ვებ-საიტთან ისაუბრა და განაცხადა, რომ დღემდე არ იცის რატომ გადავიდა კატალონიურ გრანდში.

"12 წელი გავიდა და ამ თემაზე ისევ ვფიქრობ. დღემდე არ ვიცი რა მოხდა და რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, იმ დროს "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბი იყო, მაგრამ ლონდონში თამაშით ძალიან ბედნიერი ვიყავი. მე მყავდა მეგობრები, მსიამოვნებდა ვენგერთან მუშაობა, ვთამაშობდი ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში. პრემიერ ლიგა, გულშემატკივრები და სტადიონი.. ეს ყველაფერი საოცარი იყო.

ბარსაში გადასვლამდე ვენგერს ვესაუბრე და ვიტირე. ფრანგმა მითხრა, რომ ჩემი გუნდში დატოვება სურდა, რადგან მე მისთვის მნიშვნელოვანი ვიყავი. ბევრს ვტიროდი. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა იმ მომენტში.

 

"ბარსელონა" საოცარი გუნდია და იქ ტიტულები მოვიგე, მაგრამ ისე კარგად, როგორც "მეთოფეებში" ვთამაშობდი, ესპანეთში ვერ ვითამაშე და ვერც სხვა გუნდებში მოვახერხე იგივე. ეს მხოლოდ ჩემი შეცდომა იყო. იმ პერიოდში ჩემს პირად ცხოვრებაში ბევრი რამ ხდებოდა. კატალონიაში გადასვლის შემდეგ ნერვიული და აგრესიული გავხდი. ვიმეორებ, რომ ეს მხოლოდ ჩემი შეცდომა იყო.

გუარდიოლას ბრალი არაფერი არ ყოფილა. ის მე მენდობოდა, მაგრამ მისი ნდობა ვერ გავამართლე. როდესაც ერთ გუნდში ბედნიერი ხარ, იქ აუცილებლად უნდა დარჩე.

ჩემს განვლილ კარიერაზე ახლაც ვფიქრობ. როდესაც ახალგაზრდა ხარ, ფიქრობ, რომ წინ უამრავი წელი გაქვს, მაგრამ ასე არ არის. ყველაფერი ძალიან მალე ხდება. თითოქს ეს მხოლოდ ერთი მომენტია და მორჩა ყველაფერი მთავრდება. ახლა ჩემი შვილები კარიერის შესახებ მეკითხებიან და ამ ყველაფრის შესახებ საუბარი ძალიან სასიამოვნოა." - განაცხადა ჰლებმა

როგორც უკვე მოგახსენეთ ბელარუსი ფეხბურთელი 2008 წელს "ბარსელონაში" გადავიდა, თუმცა იქ მხოლოდ 1 სეზონის განმავლობაში ითამაშა და 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ჰლები "ბლაუგრანას" საკუთრება კიდევ 3 წელი იყო, მაგრამ მას მუდმივად იჯარის წესით ანათხოვრებდნენ. 2009-2012 წლებში ჰლები "შტუტგარტში", "ბირმინგემ სიტიში" და "ვოლფსბურგში" გაანათხოვრეს. საბოლოოდ კი ის "კრილია სოვეტოვს" შეუერთდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში