„გადადგომისთვის შესაფერისი დრო არაა
Aa
Aa

„გადადგომისთვის შესაფერისი დრო არაა" - ბარტომეუ ბარსაში რჩება

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბარტომეუმ პრესკონფერენცია გამართა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც იმპიჩმენტის პროცედურას უკავშირდებოდა, იწერებოდა, რომ ბარტომეუ პოსტს დატოვებდა, თუმცა ასე არ მოხდა.

„კლუბმა უნდობლობის რეფერენდუმის 1 ან 2 ნოემბერს გამართვა მოითხოვა. კატალონიის მთავრობას წინადადებით მივმართეთ, რომ რეფერენდუმი 15 ან 16 ნოემბერს გამართულიყო, მაგრამ უარი მივიღეთ. ახლა 1 ან 2 ნოემბერთან დაკავშირებით პასუხს ველოდებით და ხელისუფლებას შევატყობინეთ, რომ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცული იქნება.

გადადგომას რაც შეეხება, შევჯერდით იმაზე, რომ მთავრობის პასუხს დაველოდოთ და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მივიღოთ. ვერ ვხედავ მიზეზს თუ რატომ უნდა გადავდგე. პოსტის დასატოვებლად შესაფერისი დრო არაა. მე თუ წავედი, კლუბში გადაწყვეტილებებს ვერავინ მიიღებს. ჩვენ 20 000 წევრს, რომლებიც უნდობლობის გამოცხადებას ემხრობიან, უდიდეს პატივს ვცემთ. პროცესის შეჩერება არავის უცდია და კლუბი ყველაფერს აკეთებს, რათა რეფერენდუმი ჩატარდეს".

ბარტომეუმ „ბარსელონას“ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ლიონელ მესიზეც ისაუბრა: „ჩვენ ზარალი 97 მილიონ ევრომდე დავიყვანეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ცვლილებების გატარება აუცილებელია. ფეხბურთელებთან ხელფასების თაობაზე მოლაპარაკებები დაწყებულია და ყველაფერი 5 ნოემბერს დასრულდება. მუშაობას განვაგრძობთ და ცვლილებები ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.

მესის რაც შეეხება, ლეოს გაშვება თავში აზრადაც არ გაგვივლია. ბარსელონას საინტერესო პროექტში ახალგაზრდებსა და ისეთ ვეტერანებს, როგორიც ლეო მესია მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ და ვფიქრობ, მასთან ერთად, წლეულს ტიტულს მოვიგებთ“.

ცნობისთვის, ესპანურ პრესაში ამბობენ, რომ ბარტომეუს რეფერენდუმის არ ეშინია და იგი პოსტს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჯაროვების შემდეგაც არ დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები