მარადონა: „ვოცნებობ ინგლისს კიდევ ერთხელ გავუტანო, ოღონდ ამჯერად მარჯვენა ხელით“
Aa
Aa

მარადონა: „ვოცნებობ ინგლისს კიდევ ერთხელ გავუტანო, ოღონდ ამჯერად მარჯვენა ხელით“

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ France Football-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რამდენიმე საინტერესო თემას შეეხო. „ელ დიეგომ“ საკუთარ კარიერაზე ისაუბრა და ინგლისის ნაკრებიც არ დავიწყებია.

„ვგრძნობ, რომ ხალხს, რომელიც ჩემი თამაშის სანახავად სტადიონზე მოდიოდა ან ტელევიზორის საშუალებით მიყურებდა, სიამოვნება მივანიჭე და ისინი აღვაფრთოვანე. ჩემი ოცნება ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ კიდევ ერთი გოლის გატანაა, ოღონდ, ამჯერად მინდა, რომ მარჯვენა ხელით შევაგდო“.

მარადონამ თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელებიც დაასახელა და განაცხადა: „მესი და კრიშტიანუ და კრიშტიანუ და მესი. ჩემი აზრით, ეს ორი ყველა დანარჩენზე ერთი თავით მაღლა დგას. ვერ ვხედავ ფეხბურთელს, რომელსაც მათ დონესთან გათანაბრება შეუძლია. ვერავინ მიაღწევს იმას, რასაც მათ მიაღწიეს. მბაპე ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ კიდევ ბავშვია“.

შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს დიეგო მარადონა 60 წლის გახდება და France Football-მა მასთან ინტერვიუ სწორედ ამ თარიღის საპატივცემულოდ ჩაწერა. ფრანგული გაზეთი მარადონას სრულ ინტერვიუს 28 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები