ბალოტელიმ ყველაზე ცუდი მწვრთნელი დაასახელა..
Aa
Aa

ბალოტელიმ ყველაზე ცუდი მწვრთნელი დაასახელა..

"La Gazzetta dello Sport"-თან საუბარში, ფრანგული "ნიცას" თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ იმ მწვრთნელების შესახებ ისაუბრა, ვისთანაც მას კარიერის განმავლობაში უმუშავია. კითხვაზე, თუ ვის მიიჩნევდა ყველაზე ცუდ სპეციალისტად, მარიო ბალოტელიმ "სელტიკის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი დაასახელა..

"ყველაზე ცუდი მწვრთნელი? რათქმაუნდა ბრენდან როჯერსი! ის ჩემი კარიერის მთავარი იმედგაცრუებაა. მე ვიღებდი სიამოვნებას მის მიერ ჩატარებული ვარჯიშებიდან, თუმცა რეალურად, ჩვენი ურთიერთობა საშინელი იყო.

რაც შეეხება საუკეთესოს, მე ასეთად რობერტო მანჩინის მივიჩნევ. ის დიდებული მწვრთნელია რომელმაც ჩემთვის საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა. მეორე ადგილზე კი ლუსიენ ფავრს დავაყენებდი" - განაცხადა მარიო ბალოტელიმ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები