Aa Aa
25 ოქტომბერი 2020  |  23:09

კორონავირუსი - რონალდინიო ინფიცირებულია

ბრაზილიის ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარულ ყოფილ ფეხბურთელს რონალდინიოს კორონავირუსი დაუდასტურდა.

რონალდინიო ბელუ-ორიზონტში შაბათს ჩაფრინდა და როგორც წესი ქვეყანაში შესვლის წინ მას ტესტი ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ინფორმაციას ცნობილი სპორტული გამოცემა "ბლიჩერი" ავრცელებს.

თავად ბრაზილიელი თავს კარგად გრძნობს და სიმპტომები არ აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა პარაგვაის ციხე სულ ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც ცნობილია ის ციხეში პარაგვაის საზღვარზე ყალბი პასპორტით გადასვლის მცდელობის გამო იჯდა. თვეზე მეტი კი ის იზოლირებულ საკანში იმყოფებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს ჩემპიონმა ციხეში საფეხბურთო გუნდთან ერთად ტურნირში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა.

სულ ცოტა ხნის წინ კი გაუჩომ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე თავისი ფილმის თრეილერი გამოაქვეყნა, სახელწოდებით "ყველაზე ბედნიერი ადამიანი მსოფლიოში."

დოკუმენტურ ფილმში ასახული იქნება გაუჩოს ცხოვრების ისტორია. ქუჩის ფეხბურთიდან ვარსკვლავად ჩამოყალიბებამდე. თრეილერში რონალდინიო ფეხბურთის მიმართ სიყვარულზე და ხალხის წინაშე თამაშის შეგრძნებაზე საუბრობს

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში